Accentnews.ge
შოტლანდიაში თანამდებობა დატოვა მინისტრმა, რომლის ვაჟებმაც ათასობით ევრო დახარჯეს მობილურ ინტერნეტზე

შოტლანდიაში თანამდებობა დატოვა მინისტრმა, რომლის ვაჟებმაც ათასობით ევრო დახარჯეს მობილურ ინტერნეტზე

08/02/2024 15:40:59 მსოფლიო

შოტლანდიის რეგიონალური ჯანდაცვის მინისტრი მაიკლ მეტისონი თანამდებობიდან გადადგა სკანდალის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია 11000 ფუნტი სტერლინგის მობილურ ინტერნეტზე დახარჯვასთან, რომელიც ბიუჯეტიდან ანაზღაურდა. წერს Sky News.

ინციდენტი 2023 წლის ნოემბრით თარიღდება, როდესაც შოტლანდიის პარლამენტმა დაიწყო გამოძიება მატისონის სამუშაო iPad-ის გამოყენების თაობაზე 2022 წლის დეკემბერში ოჯახთან ერთად მაროკოში საშობაო მოგზაურობის დროს. აღმოჩნდა, რომ მეთესონმა 11 ათასი ფუნტი სტერლინგი (თითქმის 13 ათასი ევრო) დახარჯა თავის iPad-ზე როუმინგში. ეს თანხები თავდაპირველად ბიუჯეტიდან ანაზღაურდა, რადგან მინისტრმა განაცხადა, რომ ხარჯები იყო მისი მივლინების ნაწილი საარჩევნო ოლქში.

როდესაც შოტლანდიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ხარჯების შესახებ, გაირკვა, რომ მინისტრის ვაჟები იყენებდნენ iPad-ს არდადეგების დროს ფეხბურთის მატჩების საყურებლად. გასაჯაროების შემდეგ, მინისტრი დათანხმდა, ბიუჯეტისთვის დაებრუნებინა თანხა.

ხუთშაბათს მინისტრმა პრემიერ–მინისტრს მიმართა გადადგომის თაობაზე ისე, რომ არ დაელოდა საპარლამენტო კომისიის გამოძიების შედეგს. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S