NATO – უკრაინის საბჭო თავდაცვის მინისტრების დონეზე 15 თებერვალს შეიკრიბება
08/02/2024 16:32:05 მსოფლიო
უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე 15 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური იტყობინება.
შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 14-15 თებერვალს ბრიუსელშია დაგეგმილი.
უკრაინა-ნატოს საბჭო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და კიევს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატია, რომელიც 2023 წლის ივლისში ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა. საბჭოს პირველი სხდომა 12 ივლისს გაიმართა.
საბჭოს სხდომის წინა დღეს, 14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრა - რამშტეინის ფორმატია დაგეგმილი.


