Accentnews.ge
"განახლების დროა" – ზელენსკი გენერალ ზალუჟნისთან შეხვედრაზე წერს

"განახლების დროა" – ზელენსკი გენერალ ზალუჟნისთან შეხვედრაზე წერს

08/02/2024 16:39:34 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შეხვდა და მასთან ერთად განიხილა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის განახლების საკითხი. ამის შესახებ მან ტელეგრამ–არხზე დაწერა.

„შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის, მადლობა გადავუხადე ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისთვის. განვიხილეთ რა სახის განახლება სჭირდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ასევე განვიხილეს, თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლების დრო ახლაა. მე შევთავაზე ვალერი ფედოროვიჩს, გადაგრძოს გუნდში ყოფნა“, - წერს ზელენსკი.

ზალუჟნიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მას "სერიოზული და მნიშვნელოვანი საუბარი" ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან.

"2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისაგან. ამიტომ, ყველა უნდა შეიცვალოს და მოერგოს ახალ რეალობას, რომ ერთად გავიმარჯვოთ. ერთად გავიმარჯვოთ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიების შეცვლის აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

Suspilna-სთვის მიცემულ კომენტარში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, „დღეს ჩვენ დავამტკიცეთ გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ“.

„უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ამზადებს განკარგულებას ვალერი ზალუჟნის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S