Accentnews.ge
ბელარუსმა „კიბერპარტიზანებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინას მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის კრიტიკული საწარმოდან

ბელარუსმა „კიბერპარტიზანებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინას მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის კრიტიკული საწარმოდან

08/02/2024 18:00:38 მსოფლიო

ბელარუსული მოძრაობა "კიბერპარტიზანები" იტყობინება, რომ მისმა სპეციალისტებმა მიიღეს და უკრაინულ მხარეს გადასცეს მონაცემები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი კრიტიკული საწარმოდან – შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „სპეციალური ტექნოლოგიების ცენტრიდან“ (STC).

კიბერპარტიზანები ამატებენ, რომ სამხედრო საწარმოს ბაზიდან მიიღეს: შიდა მიმოწერის ნაწილი; თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია; მონაცემები სასწავლო პოლიგონებისა და სამხედრო ნაწილების მდებარეობის შესახებ; ზოგიერთი ტექნიკური ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

STC აწარმოებს Orlan–ის უპილოტო საფრენ აპარატებს, ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას და სხვა რუსულ სამხედრო პროდუქციას.

ერთი დღით ადრე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაცხადა „სპეციალური ტექნოლოგიების ცენტრიდან“ 100 გიგაბაიტი საიდუმლო მონაცემების მიღების შესახებ. უკრაინის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან ეს არქივი უკვე გამოიყენება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასუსტებისთვის.

"კიბერპარტიზანები" 2020 წელს გამოჩდნენ. ისინი ცნობილი გახდნენ ბელარუსის სამთავრობო და სამართალდამცავი ორგანოების რესურსებზე წარმატებული კიბერშეტევების სერიის წყალობით, მათი თანამშრომლების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებით, ასევე საჯარო სივრცეში ოფიციალური და საიდუმლო ინფორმაციის განთავსებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S