მინისტრი: მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 80%-ზე მეტს შეუერთდა
08/02/2024 18:29:23 მსოფლიო
მოლდოვა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს 80%-ზე მეტს. ქვეყანა გააგრძელებს კრემლის წინააღმდეგ შეზღუდვების მხარდაჭერას. ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპსოიმ განაცხადა, იუწყება TVR Moldova.
"ბევრად მცირე წილი იყო, მაგრამ ბოლო დროს ის გაიზარდა. და ჩვენ გავაგრძელებთ აპელირებას, შევუერთდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს", - თქვა მინისტრმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა მოლდოვას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება.
„დღევანდელი გამოცდილებიდან და უკრაინაში მომხდარი საშინელებებიდან გამომდინარე, ბარბაროსული, უკიდურესად ცინიკური ომის გამო, რთულია უახლოეს მომავალში ურთიერთობების რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე საუბარი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და სჩადის საშინელებებს, რაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
„დიდი მწუხარებით ვკონსტანტირებ, რომ რაც არ უნდა დიპლომატიურები ვიყოთ, რაც არ უნდა კარგი გვსურდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის აქა და იქ, კარგი სავაჭრო ურთიერთობები, ამას, სამწუხაროდ, ლოდინი მოუწევს. შეუძლებელია თვალის დახუჭვა უკრაინაში მომხდარ საშინელებაზე. რუსეთს და რუსულ საზოგადოებას ბევრი დრო დასჭირდება მომხდარის გადასახარშად“, - განაცხადა მინისტრმა.


