Accentnews.ge
ზელენსკი აშშ–ის სენატს მადლობას უხდის: ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის

ზელენსკი აშშ–ის სენატს მადლობას უხდის: ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის

09/02/2024 05:50:28 მსოფლიო

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის, მისი გადაწყვეტილების გამო, რომ უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარების საკითხი განბლოკოს, - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებას უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაზრდისთვის. ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სანამ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება. კონგრესის ქვედა პალატაზე, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, აშშ–ის ექს–პრეზიდენტ ტრამპის გავლენა კიდევ უფრო დიდია.

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა თანაპარტიელი რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში, მას შემდეგ, რაც სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელებმა უკრაინის და ისრაელის დახმარებას მხარი აღარ დაუჭირეს.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 7 თებერვალს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს ურეკავდა და კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

ტრამპს ბაიდენის ბრალდებისთვის ჯერ-ჯერობით არ უპასუხია.

დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევე, როგორც ჯო ბაიდენი - დემოკრატიული პარტიის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S