Accentnews.ge
რუსეთი კურსკის, ბრიანსკის, ორიოლის და კრასნოდარის ოლქებზე თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთი კურსკის, ბრიანსკის, ორიოლის და კრასნოდარის ოლქებზე თავდასხმის შესახებ იუწყება

09/02/2024 06:18:56 მსოფლიო

რუსეთი კურსკის, ბრიანსკის, ორიოლის და კრასნოდარის ოლქებზე თავდასხმის შესახებ იუწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ წუხელ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ქვეყნის 4 რეგიონში 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

ორიოლის ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, "დრონები საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსებზე თავდასხმას ცდილობდნენ, თუმცა ეს მცდელობა აღიკვეთა":

"მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა".

რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S