Accentnews.ge
პუტინმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები ახსენა

პუტინმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები ახსენა

09/02/2024 08:24:41 მსოფლიო

კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ტრადიციულად დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში, გაიმეორა მანამდე არაერთგზის გაჟღერებული ნარატივები და რამდენჯერმე ახსენა მოლაპარაკება.

მან ისაუბრა უკრაინაში მებრძოლ უცხოელ მოხალისეებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ქართველები.

მისი თქმით, ქართველები, რომლებიც უკრაინის თავდაცვით ომში კიევის მხარეს იბრძვიან, უცხოელ მებრძოლთა შორის რიცხოვნობით მესამე პოზიციას იკავებენ.

"დაქირავებულთა უმეტესობა პოლონეთიდანაა. მეორე ადგილზე არიან აშშ–დან [მებრძოლები], მესამეზე – საქართველოდან. თუ ვინმეს აქვს რეგულარული არმიის გაგზავნის სურვილი, ეს კაცობრიობას ძალიან სერიოზული გლობალური კონფლიქტის ზღვარზე დააყენებს. რისთვის სჭირდება ეს შეერთებულ შტატებს, არ სჯობს რუსეთთან მოლაპარაკება?!",– თქვა პუტინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S