
ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
09/02/2024 09:16:58 სამართალი
ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.