"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლა
09/02/2024 10:04:05 მსოფლიო
რადიკალურმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლა.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, "ჰეზბოლას" თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდასხმის სამიზნე ზემო გალილეის რეგიონში, ქალაქი მერონი იყო, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული პუნქტია.
თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო დარტყმით უპასუხა იმ სამხედრო პუნქტზე, საიდანაც აღნიშნული 30 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.


