Accentnews.ge
დღეს ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს

დღეს ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს

09/02/2024 09:56:11 მსოფლიო

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უმასპინძლებს.

როგორც დასავლური მედია იუწყება, შოლცი ვაშინგტონში ჩავიდა იმ მიზნით, რომ ხაზი გაუსვას ბაიდენის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთის გამარჯვება დასავლეთს და მის მოკავშირეებს დააზიანებს.

შოლცმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას კვლავ განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S