რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით შეტევის შემდეგ ხანძარი იყო
09/02/2024 10:15:36 მსოფლიო
რუსეთში, კრასნოდარის ოლქში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში განხორციელდა. ინფორმაციას ოლქის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
თავდასხმა 9 თებერვალს, ღამის 2:00 საათზე მოხდა.
ქარხანას დრონი დაეჯახა, აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 9 თებერვლის ღამეს განადგურებულია 19 უკრაინული დრონი.


