Accentnews.ge
კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძე 2000 ლარით დააჯარიმეს

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძე 2000 ლარით დააჯარიმეს

09/02/2024 11:06:11 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელსაც 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. კაკაბაძე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა. იგი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

სასამართლომ ირაკლი კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, კაკაბაძის მიმართ შეწყდა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება.

23 იანვარს მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S