
რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
09/02/2024 11:31:34 სამართალი
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია.
შემთხვევა დილის საათებში ბაზრის აგროგანყოფილებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული თავადაც ბაზარში მუშაობდა.
შსს-ს ცნობით, მოკლულებს შორის ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი კი - ბიძაშვილი.
ამავე თემაზე: სისხლიანი დილა რუსთავში – მომხდარის ძირითადი ვერსია