Accentnews.ge
საბერძნეთში სტუდენტები განათლების რეფორმას აპროტესტებენ

საბერძნეთში სტუდენტები განათლების რეფორმას აპროტესტებენ

09/02/2024 12:26:42 მსოფლიო

ათენის ცენტრში ათასობით ადამიანმა მმართველი პარტიის მიერ ქვეყანაში უცხოური კერძო უნივერსიტეტების დაშვებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. დემონსტრაციაში მათ შორის მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები.

სადავო კანონპროექტის მიხედვით, უცხოური უნივერსიტეტები საბერძნეთში ფილიალების გახსნას შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთში უცხოური უნივერსიტეტების ფილიალების გახსნით სტუდენტებს საკუთარ ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღებისა და საკუთარ ქვეყანაშივე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს საბერძნეთის ეკონომიკაზე.

დემონსტრანტები კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ძირს გამოუთხრის საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომლებსაც დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და რისკის ქვეშ დააყენებს უმაღლესი განათლების თავისუფალ ხელმისაწვდომობას.

საბერძნეთის პარლამენტი კერძო უცხოურ უნივერსიტეტებთან დაკავშირებულ კანონპროექტს კენჭს მიმდინარე თვის ბოლოს უყრის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S