Accentnews.ge
ევროპარლამენტარები სერბეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

ევროპარლამენტარები სერბეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

09/02/2024 12:33:48 მსოფლიო

ევროპარლამენტარები სერბეთში გასული წლის დეკემბერში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს ხმების გაყალბების ფაქტზე დამოუკიდებელი საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

იმ შემთხვევაში თუ, ბელგრადი ბრიუსელთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს და დადასტურდება რომ ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობდა ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ფინანსური დახმარების შეწყვეტის საკითხს დააყენებენ.

დეპუტატები რეზოლუციაში „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამენ დამკვირვებლების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების შესახებ და აცხადებენ, რომ შესაძლებელია, დარღვევებმა კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობის საკითხიც შეარყიოს.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო ყუთებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების ჩაყრის ფაქტები. გარდა ამისა, კენჭისყრის პროცესი იყო პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა.

სერბეთის მმართველი პარტია ბრალდებას არ აღიარებს.

სერბეთში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები გასული წლის 17 დეკემბერს ჩატარდა, რომლის შედეგადაც, „პროგრესულმა პარტიამ“ 250 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 128 მანდატი მოიპოვა. დამკვირვებლებმა მაშინვე არასამართლიანად შეაფასეს არჩევნები, იმართებოდა საპროტესტო აქციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S