Accentnews.ge
დანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა შესაძლოა, 3-5 წელიწადში შეუტიოს NATO–ს

დანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა შესაძლოა, 3-5 წელიწადში შეუტიოს NATO–ს

09/02/2024 12:51:03 მსოფლიო

რუსეთი გადაიარაღებას იმაზე სწრაფად ახორციელებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და შესაძლოა, სამი-ხუთი წლის განმავლობაში შეუტიოს ნატოს ქვეყანას. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა პარასკევს განაცხადა, წერს Reuters.

„რუსეთის პოტენციალი სამხედრო ტექნიკის წარმოებაში ძალიან გაიზარდა“, - განაცხადა დანიის მინისტრმა გაზეთ Jyllands-Posten-თან ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ დანიამ უნდა დააჩქაროს სამხედრო ინვესტიციები.

„არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა სამ–ხუთ წელიწადში გამოსცადოს მე-5 მუხლის სიმყარე და ნატოს სოლიდარობა. ეს არ იყო ნატოს 2023 წლის შეფასება. ეს არის ახალი ცოდნა, რომელიც ახლა გამოდის წინა პლანზე“, - აღნიშნა დანიელმა მინისტრმა.

პულსენმა აღნიშნა, რომ დანიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ალიანსი შესაძლოა, შეეჩეხოს ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლებიც მიმართული იქნება წევრი ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ.

"რუსეთს პოტენციურად აქვს ამის ჩადენის სურვილი. ახლა მათ ასევე შეუძლიათ სამხედრო შესაძლებლობების მოპოვება უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ ამას ველოდით. ​​რეალური შეშფოთების საფუძველი არსებობს", - თქვა მან.

მანამდე ნატოს სხვა წევრებიც გამოვიდნენ მსგავსი გაფრთხილებებით. ამჟამად ნატო "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავს, რომლის სცენარიც რუსეთის თავდასხმაზე რეაგირებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S