Accentnews.ge
მედია: ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის არმიას და ტექნოლოგიებს შეეხება

მედია: ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის არმიას და ტექნოლოგიებს შეეხება

09/02/2024 12:58:02 მსოფლიო

ევროკავშირი გეგმავს, ახალი სანქციები დააწესოს 55 კომპანიისა და 60-ზე მეტი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან რუსეთს. იუწყება Bloomberg.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, შეზღუდვები შეეხება იმ პირებს და კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ იარაღის წარმოებაში და იმ ძირითადი ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის მიწოდებაში, რომელსაც რუსული თავდაცვის კომპანიები იარაღის წარმოებისთვის იყენებენ.

სანქციები ასევე შეეხება გადამზიდ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას და ლოგისტიკას ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადასატანად.

პაკეტი წევრი ქვეყნების მხრიდან დამტკიცებული არაა და შესაძლოა, მასში ცვლილებები განხორციელდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S