ლიეტუვის სამხედრო დახმარების პარტია უკრაინაში ჩავიდა
09/02/2024 13:31:13 მსოფლიო
პარასკევს, 9 თებერვალს ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინაში ჩავიდა.
უწყების ცნობით, ახალ პაკეტში ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ კოლეგებს ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და თბილი ტანსაცმლის ათიათასობით კომპლექტი გადასცეს.
"ჩვენ ვაძლევთ ათიათასობით უკრაინელ ჯარისკაცს ცივი სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობას. თითოეული ჩვენი მხარდაჭერის პაკეტი არის დამატებითი ნაბიჯი გამარჯვებისკენ", - თქვა ლიეტივის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსუსკასმა.
2 თებერვალს ლიეტუვამ უკრაინას საბრძოლო მასალა გადასცა.


