Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სულ მცირე, 5 "ამოუხსნელი აფეთქება" მოხდა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებში.

ბრიტანული დაზვერვა: ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სულ მცირე, 5 "ამოუხსნელი აფეთქება" მოხდა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებში.

09/02/2024 13:48:29 მსოფლიო

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, რუსეთში, სამხედრო-სამრეწველო ქარხნებში სულ მცირე ხუთი „აუცნობი აფეთქება“ მოხდა, იუწყება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ აფეთქება ფეთქებადი მასალებისადმი უყურადღებო მოპყრობამ გამოიწვია. გარდა ამისა, მაღალი მენეჯმენტის პოლიტიკური ზეწოლის გამო სამხედრო ინდუსტრიული წარმოების გაზრდის მიზნით უკრაინის ომის მხარდასაჭერად, პერსონალი თითქმის 24–საათიან წარმოებაზე გადავიდა და გადაიღალა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მოთხოვნა წარმოების გაზრდაზე, სავარაუდოდ, მომავალში გამოიწვევს სამუშაო ადგილზე უფრო მეტ უბედურ შემთხვევას.

7 თებერვალს სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აფეთქების შესახებ რუსეთის სარაკეტო ქარხანაში, იჟევსკთან, უდმურტიაში, ცენტრალურ რუსეთში. ქარხანა გამოიყენება არაერთი ბალისტიკური რაკეტების დასამზადებლად, მათ შორის "ისკანდერის", რომელსაც რუსეთის ფედერაცია რეგულარულად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ.

ბრიტანული დაზვერვის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინული დრონები მონაწილეობდნენ აფეთქებაში, იმის გათვალისწინებითაც, რომ უკრაინიდან ხსენებულ ლოკაციამდე 1200 კილომეტრია. გარდა ამისა, რეგიონში მსგავსი თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს იყო სულ მცირე მეხუთე გაურკვეველი აფეთქება სამხედრო-სამრეწველო ქარხანაში ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. წინა აფეთქებები როსტოვში, კამენსკის ქიმიურ ქარხანაში 15 იანვარს მოხდა; ჩელიაბინსკის სატანკო ქარხანაში – 2023 წლის 26 ნოემბერს, ასევე ფხვნილისა და საბრძოლო მასალის ქარხნებში კოტოვსკში – 10 ნოემბერს და სოლიკამსკში – 2023 წლის 31 ოქტომბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S