
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს” წელსაც შეუერთდა
09/02/2024 13:49:58 რეგიონები, რეკლამა
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს” წელსაც შეუერთდა
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს”, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველოში უკვე მეცხრედ, 7 თებერვალს აღინიშნა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განთლების მულტიფუნქციური ცეტრი როგორც გასულ წლებში, ასევე, წელსაც შეუერთდა ღონისძიებას და ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულმა ბიბლიოთეკებმა „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით, ღონისძიებები გამართეს თემაზე - ,,მცხეთაზე თქმული საგალობელი”, – ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.