
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი: წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილ აქციის ფარგლებში წიგნები გადაეცათ მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს
09/02/2024 13:52:15 რეგიონები, რეკლამა
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ინფორმაციით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილ აქციის ფარგლებში წიგნები გადაეცათ მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს.
ცენტრის ცნობით, 7 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილ აქციის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ბიბლიოთეკების სახელით, კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, ამ საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდნენ და წიგნები გადაეცათ მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს: ქალაქ მცხეთის მოქალაქეებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დიმიტრი ზურაბიშვილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ გიორგი ელოშვილს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ დავით ნოზაძე, მცხეთის წმინდა ნინოს სახელობის დღის ცენტრის ,,მომავლის რწმენის’’ აღსაზრდელებს.