ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

09-02-2024 18:20:05 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6543 ლარი ეღირება, ევრო – 2.8584 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3455 ლარი.

დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6573 ლარი ღირდა, ევრო – 2.8632 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3535 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.

Новости

Другие новости