კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა
09/02/2024 15:03:25 მსოფლიო
კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დელეგაციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიოს შტატი) ხელმძღვანელობს.
დელეგაციაში ასევე შედიან აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის, წევრები ფრენჩი ჰილი (რესპუბლიკური პარტია, არკანზასის შტატი), ჯეისონ კროუ (დემოკრატიული პარტია, კოლორადოს შტატი), ებიგეილ სპანბერგერი (დემოკრატიული პარტია, ვირჯინიის შტატი) და ზაკ ნანი (რესპუბლიკური პარტია, აიოვას შტატი).
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.


