
ადიგენის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ავტოპარკი განახლდა
09/02/2024 16:40:49 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ავტოპარკი განახლდა.
ადიგენის მერიის ცნობით, დღეს მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის დახმარებით ორი ახალი ავტობუსი გადმოეცა. 15 თებერვლიდან, ახალი ავტობუსები მოქმედ მიკროავტობუსებს ჩაანაცვლებს და უკვე არსებული გრაფიკის მიხედვით, მოქალაქეებს შეეძლებათ მეტად კომფორტულად გადაადგილება.
ახალი ავტობუსები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ავტობუსები Isuzu-ის ფირმის, „Euro 5”-ის სტანდარტის მქონეა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტისაა და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.