Accentnews.ge
ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული

ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული

09/02/2024 19:12:19 მსოფლიო

დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას მოკავშირეების მხარდაჭერა სჭირდება.

“არ შეგვიძლია აგრესორთან ჩვენს ბრძოლაში გავჩერდეთ. ეს ბრძოლა რომ ეფექტიანი იყოს, მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების", – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“ეს ვიზიტი უკრაინის ძლიერი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ მეტყველებს, ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც აგრესორისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევაში გვეხმარება. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ერის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, განსაკუთრებით იმ გმირების, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან".

აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია 5 წევრისგან შედგება: მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიოს შტატი), რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასევე ფრენჩ ჰილი (რესპუბლიკური პარტია, არკანზასის შტატი), ჯეისონ კროუ (დემოკრატიული პარტია, კოლორადოს შტატი), ებიგეილ სპანბერგერი (დემოკრატიული პარტია, ვირჯინიის შტატი) და ზაკ ნანი (რესპუბლიკური პარტია, აიოვას შტატი).

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S