აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით წინ წაიწია
12/02/2024 04:35:31 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა წინ წაიწია უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის განკუთვნილი 95,34 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტზე.
დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედმა სენატმა ხმათა თანაფარდობით 67-27 უყარა კენჭი უკანასკნელი პროცედურული წინაღობის მოხსნას და გზა გაუხსნა ამ საკითხზე საბოლოო კენჭისყრას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით მოქმედ წარმომადგენელთა პალატას გაეგზავნება.
აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს.


