Accentnews.ge
ევროპის ლიდერები, თეთრი სახლი და NATO ტრამპის განცხადებას რუსეთსა და ალიანსზე გმობენ

ევროპის ლიდერები, თეთრი სახლი და NATO ტრამპის განცხადებას რუსეთსა და ალიანსზე გმობენ

12/02/2024 04:42:23 მსოფლიო

ევროპის ლიდერები, თეთრი სახლი და NATO აშშ–ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გმობენ.

საუბარია, ტრამპის განცხადებაზე, რომლის თანახად, წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას NATO–ს წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ.

"ჩვენს უახლოეს მოკავშირეებში მკვლელი რეჟიმის მხრიდან შეჭრის წახალისება არის თავზარდამცემი და შეშლილი რამ, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობას და ჩვენს ეკონომიკას შინ", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ენდრიუ ბეიტსმა.

როგორც NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, ნებისმიერი მოსაზრება, რომ ალიანსის მოკავშირე ქვეყნები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის NATO–ს უსაფრთხოებას და საფრთხის წინაშე აყენებს აშშ-ის და ევროპის სამხედროებს.

"NATO–ზე ნებისმიერ თავდასხმას გაეცემა ერთიანი და ძლიერი პასუხი", - აცხადებს სტოლტენბერგი.

ტრამპის სიტყვებს კრიტიკულად გამოეხმაურნენ პოლონეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ალიანსის უსაფრთხოების შესახებ "უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინტერესებს ემსახურება".

„უგუნური განცხადებები NATO–ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ტრამპი ამ განცხადებებით გამოვიდა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO–ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც ვალდებულება არ შეუსრულებია:

„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“.

როცა პრეზიდენტი იყო, ტრამპი ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს ალიანსის საჭიროებაზე და იმუქრებოდა, რომ NATO–ს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S