ფაშინიანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე პუტინის დაპატიმრების შესახებ კითხვას თავი აარიდა
12/02/2024 05:05:27 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე პრუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების შესახებ კითხვას თავი აარიდა.
"დააპატიმრებს თუ არა ერევანი პუტინს, თუკი ეს უკანასკნელი სომხეთში ჩავა?", – ეს კითხვა ფაშინიანს The Telegraph-თან ინტერვიუს დროს რამდენჯერმე დაუსვეს, საპასუხოდ მან შემდეგი განაცხადა:
"სომხეთმა გაატარა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმები, და მე არ ვწყვეტ ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა".
ერევანმა გადაწყვიტა შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელსაც პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გამოცემული მისი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პროცესში. რუსეთი სომხეთის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ბოლო წლებში მათ ურთიერთობაში სხვადასხვა საკითხზე დაძაბულობამ იჩინა თავი.


