ბაიდენი – ნეთანიაჰუს: სამოქალაქო პირების დაცვის გეგმის გარეშე ისრაელმა რაფაში სამხედრო ოპერაცია არ უნდა განახორციელოს
12/02/2024 05:25:56 მსოფლიო
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ რაფაში სამხედრო ოპერაცია სამოქალაქო პირების დაცვის სანდო გეგმის გარეშე არ უნდა განახორციელოს.
მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც ეგვიპტის ორმა ოფიციალურმა პირმა და ერთმა დასავლელმა დიპლომატმა თქვეს, რომ ეგვიპტე გამოდის ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმების მუქარით, თუკი ისრაელის სამხედროები რაფაში შევლენ. ეგვიპტე შიშობს, რომ ბრძოლის შედეგად ალყაში მოქცეული ამ ტერიტორიაზე დახმარების შეტანის მთავარი გზა დაიხურება.
რაფას თავს აფარებს ღაზას 2,3 მილიონი მოსახლის ნახევარზე მეტი, ბევრი მათგანი უკვე რამდენჯერმე გახდა იძულებული შეეცვალა თავშესაფარი ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანებების გამო - რომლებიც ამჟამად უკვე ღაზას ტერიტორიის ორ მესამედს მოიცავს. ეს გაურკვეველია, ადამიანები თავშესაფრის პოვნას კიდევ სად შეძლებენ


