უკრაინა: მტრის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ
12/02/2024 06:00:06 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ქვეყნის მიმართულებით 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, მათ 14 დრონი გაანადგურეს.
"12 თებერვლის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია "შაჰიდ-136/131" ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის (პრიმორსკო-ახტარსკი) ტერიტორიიდან და Kh-59 საჰაერო რაკეტით ოკუპირებული ზაპოროჟიედან. ასევე, S-300 ტიპის მართვადი რაკეტებით ბელგოროდიდან" - ნათქვამია განცხადებაში.
საჰაერო ძალები აღნიშნავენ, რომ 14 დრონი და Kh-59 ხმელნიცკის, ვინიცის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში განადგურეს.


