Accentnews.ge
ფინეთის ახალი პრეზიდენტი: პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

ფინეთის ახალი პრეზიდენტი: პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

12/02/2024 06:36:10 მსოფლიო

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა.

გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი.

სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრების უდიდესი პატივია.

მან უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ვლადიმირ პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ხედავს":

„საკმაოდ ცხადია, რთულია რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი პუტინთან, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს“.

ალექსანდრე სტუბი, რომელიც საული ნიინისტოს ჩაანაცვლებს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 1 მარტს შეუდგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S