მიმდინარე წელს საქართველოში საქართველოში ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას პროგნოზირებენ

12-02-2024 12:14:08 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ეკონომიკური აგენტების მიერ მომდევნო წლის განმავლობაში არსებულ ეკონომიკურ პროგნოზებს მოიცავს. კომპანიების პროგნოზით 2024 წელს საქართველოში ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება.

თავად ეროვნული ბანკის პროგნოზით 2024 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 0.5%, მეორე კვარტალში 3.2%, მესამეში 3.06%, მეოთხეში კი 2.8% იქნება.

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 0%-თან ახლოს და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მთლიანობაში, გამოკითხვის მიხედვით, 1 წლის შემდგომი ინფლაციური მოლოდინები დაბალ დონეზე ნარჩუნდება.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები ასევე მცირედით გაზრდილია. კერძოდ, დეკემბერთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 2%-4%-იან და 6%-8%-იან ზრდის ინტერვალში ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 0%-2%-ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში ზომიერად მომატებულია. კერძოდ, იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 0%-თან ახლოს და 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 10%-20%-ისა და 20%-30%-ის ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, იანვარში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) დეკემბერთან შედარებით მომატებულია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები