აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჰოსპიტალიზებულია
12/02/2024 08:15:42 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი 11 თებერვალს გადაიყვანეს ვაშინგტონის საავადმყოფოში, რათა იმკურნალოს "შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელ სიმპრომებზე",– თქვა პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა.
70 წლის ოსტინი აგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას ჰოსპიტალიზაციის პირობებშიც,– აღნიშნა მან.
რაიდერმა დასძინა, რომ ინფორმირებულები არიან თავდაცვის მდივნის მოადგილე და გაერთიანებული შტაბის მეთაური, ასევე თეთრი სახლი და კონგრესი.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებს.
გასულ თვეში პენტაგონის ხელმძღვანელი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ აცნობა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზის და შემდგომ ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
ბრიფინგზე ოსტინმა ბოდიში მოიხადა. ის 29 თებერვალს კონგრესის წინაშე წარდგომას გეგმავს შექმნილი ვითარების შესახებ.


