Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა 9 თებერვალს მიულოცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა 9 თებერვალს მიულოცა

12/02/2024 10:29:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.

"საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა", – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მისივე ცნობით, ზურაბიშვილმა მისალოცი წერილი ალიევს 9 თებერვალს გაუგზავნა.

მანამდე, საქართველოს ვიცე-პრემიერებმა თეა წულუკიანმა და ირაკლი ჩიქოვანმა ზურაბიშვილი ალიევისთვის „არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის" გამო გააკრიტიკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S