
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილს ილჰამ ალიევისადმი, რომელიც 9 თებერვლით თარიღდება
12/02/2024 12:26:21 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილს აზერბაიჯანელ კოლეეგა ილჰამ ალიევისადმი.
წერილი 9 თებერვლით თარიღდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, „როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“.
მანამდე, 12 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერებმა თეა წულუკიანმა და ირაკლი ჩიქოვანმა ზურაბიშვილი ალიევისთვის „არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის" გამო გააკრიტიკეს.