Accentnews.ge
ავსტრიას რუსეთიდან გაზის იმპორტის გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა სურს

ავსტრიას რუსეთიდან გაზის იმპორტის გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა სურს

12/02/2024 12:54:30 მსოფლიო

ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს, მიიღონ ზომები რუსული გაზის იმპორტის შესაჩერებლად, კერძოდ "გაზპრომთან" ენერგოკომპანია OMV-ს გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. წერს Reuters.

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა თქვა, რომ მისმა უწყებამ დაავალა ეკონომიკურ ანალიტიკურ ცენტრ Wifo-ს, ზაფხულისთვის მოამზადოს კვლევა კონტრაქტის შეწყვეტის ეკონომიკურ შედეგებზე და რუსულ გაზზე დამოკიდებულების შენარჩუნების საფრთხეებზე.

”ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი კონტრაქტებიდან გასასვლელად,” - თქვა მან.

ენერგეტიკის სამინისტრო ასევე გეგმავს, ავსტრიაში გაზის გამყიდველი კომპანიებს დაავალდებულოს, მიიღონ კონკრეტული ზომები რუსული გაზის წილის შესამცირებლად.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის წილი ავსტრიული გაზის იმპორტში დეკემბერში გაიზარდა და ახალ რეკორდს – 98%-ს მიაღწია ერთი თვის წინანდელ 76%-თან შედარებით.

"ბაზარი და მისი ნაწილი – ენერგეტიკული კომპანიები არ ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ჩვენი გაზის იმპორტის დივერსიფიკაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს", - განაცხადა გევესლერმა.

ამავდროულად, სახელმწიფო ნავთობკომპანიამ OMV-მ გააჟღერა, რომ გააგრძელებს გაზის შესყიდვას "გაზპრომისგან" ხელშეკრულებით, რომელსაც ვადა 2040 წლამდე აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S