თავდამსხმელმა ბერძნულ გადამზიდავ კომპანიაში სამი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

12-02-2024 17:03:03 მსოფლიო

ოთხი ადამიანი დაიღუპა ორშაბათს ათენის სამხრეთ გარეუბანში, გლიფადაში, ბერძნულ გადამზიდავ კომპანიაში სროლის შედეგად. წერს Ekathimerini.

თავდამსხმელი, რომელიც, სავარაუდოდ, კომპანიის ყოფილი თანამშრომელი იყო, შევიდა შენობაში და ცეცხლი გაუხსნა თანამშრომლებს და შემდეგ თავი მოიკლა.თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი კაც და ერთი ქალი.

თავდამსხმელი ეგვიპტის 70 წლის მოქალაქეა. ზოგიერთი ცნობით, სწორედ ამ კომპანიამ გაათავისუფლა იგი სამსახურიდან. მედიის ცნობით, საუბარია კომპანია European Navigation–ზე.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს მძევლები აიყვანეს. სამართალდამცავებმა შენობის მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი ალყა შემოარტყეს, შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებიც მივიდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები