ბრიტანეთმა ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

12-02-2024 18:03:31 მსოფლიო

ბრიტანეთმა ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ისრაელის მოქალაქეებს შეზღუდვები დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო დაუწესეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

მანამდე, მსგავსი ბრალდებით ისრაელის რამდენიმე მოქალაქე აშშ–მაც დაასანქცირა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები