Accentnews.ge
ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობას დაავალა, აკრძალოს F-35–ის დეტალების ისრაელში ექსპორტი

ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობას დაავალა, აკრძალოს F-35–ის დეტალების ისრაელში ექსპორტი

12/02/2024 14:51:15 მსოფლიო

ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობას დაავალა, რომ შეაჩეროს F-35 საბრძოლო თვითმფრინავების დეტალების ექსპორტი ისრაელში. გადაწყვეტილება 12 თებერვალს გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ არსებობს აშკარა ისრაელის მხრიდან F-35 მოიერიშე თვითმფრინავების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშად დარღვევისთვის გამოყენების.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, რომლის მონაწილეც ნიდერლანდებიცაა, ქვეყანამ უნდა აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის ექსპორტი, თუ არსებობს "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი".

სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელი "საკმარისად არ ითვალისწინებს მისი თავდასხმების შედეგებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის" და დასძინა, რომ მისმა თავდასხმებმა ღაზას სექტორზე გამოიწვია "სამოქალაქო მსხვერპლის არაპროპორციული რაოდენობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S