Accentnews.ge
"მხოლოდ წელს უკრაინა ასობით ათას ჭურვს მიიღებს" – Rheinmetall-მა ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო

"მხოლოდ წელს უკრაინა ასობით ათას ჭურვს მიიღებს" – Rheinmetall-მა ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო

12/02/2024 15:30:31 მსოფლიო

გერმანიაში Rheinmetall-ის ახალი ქარხნის მშენებლობა იწყება, რაც გაზრდის გერმანიის შესაძლებლობებს, აწარმოოს საარტილერიო ჭურვები. მხოლოდ წელს, უკრაინა რამდენიმე ასეულ ათას ჭურვს მიიღებს,- იუწყება DW.

ახალი საარტილერიო საბრძოლო მასალის ქარხანა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შენდება: მოკავშირეები ცდილობენ გაზარდონ უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება და ასევე შეინარჩუნონ საკუთარი მარაგები.

Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა Tagesspiegel-ს განუცხადა, რომ ახალი ქარხნის დასრულების შემდეგ, გერმანიას წელიწადში 200 000 საარტილერიო ჭურვის წარმოება შეეძლება.

"უკრაინა მხოლოდ წელს ჩვენგან რამდენიმე ასეულ ათას ჭურვს მიიღებს, ასევე რამდენიმე ათეულ ჯავშანტრანსპორტიორს და ტანკს," - აღნიშნა მან.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, საკუთარ თავის თავზე აიღოს გარკვეული ხარჯები, თუ შეერთებული შტატები შეამცირებს ან შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას.

იუწყებიან, რომ Rheinmetall-მა ამ პროექტში 300 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება. ქარხნის საძირკველის ჩაყრის ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი დაესწრნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S