რუსეთი სომხეთისგან გარანტიებს ელის

12-02-2024 19:42:29 კავკასია

რუსეთმა სომხეთისგან „გარკვეული გარანტიები“ უნდა მიიღოს, თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა ვლადიმირ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. სომხეთი ჰააგის სასამართლოს სტატუტს 1 თებერვლიდან შეუერთდა. ამ სასამართლოს ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული, რაც სომხეთს ავალებს, დააკავოს ბრალდებული მის ტერიტორიაზე გამოჩენისთანავე.

"ჩვენ უკვე ვთქვით, რომ, უსიტყვოდ, ახალ რეალობას, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო სტატუტში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ ჰქონდეს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან გარკვეული გარანტიების მიღება ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რასაც ვაპირებთ". - თქვა პესკოვმა.

თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე პრუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ კითხვას თავი აარიდა.

"დააპატიმრებს თუ არა ერევანი პუტინს, თუკი ეს უკანასკნელი სომხეთში ჩავა?", – ეს კითხვა ფაშინიანს The Telegraph-თან ინტერვიუს დროს რამდენჯერმე დაუსვეს, საპასუხოდ მან შემდეგი განაცხადა:

"სომხეთმა გაატარა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმები, და მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები