ბურიატიაში "ვაგნერელებმა" სკოლაში ჩაატარეს "გამბედაობის გაკვეთილი" ლოზუნგით, "არაფერი პირადული, გადაგვიხადეს"
12/02/2024 17:04:16 მსოფლიო
რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დაქირავებულებმა, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ, ულან-უდის ერთ-ერთ სკოლაში ჩაატარეს "გამბედაობის გაკვეთილი" და სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს ლოზუნგით "არაფერი პირადული, ჩვენ გადაგვიხადეს", წერს გამოცემა "ბაიკალის ხალხი".
"გაკვეთილზე სკოლის მოსწავლეებმა გაეცნენ ჩვენი სამშობლოს სამხედრო ისტორიის მოვლენებს, ქვეყნის პატრიოტთა სიმამაცესა და გმირობას. მათ აჩვენეს სასწავლო ფილმი და უპასუხეს კითხვებს სპეციალური სამხედრო ოპერაცოოს [როგორც რუსეთში ოფიციალურად უწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ ომს] შესახებ“, - ნათქვამია შეხვედრის შესახებ სკოლის შეტყობინებაში.
შემოდგომაზე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის ვეტერანები სკოლებში ასწავლიან საგანს „სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლების შესახებ“. მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე შეიქმნა შესაბამისი პროფესიული გადამზადების ცენტრი.
იანვრის ბოლოს ვლადიმირ პუტინი დაჰპირდა, რომ შექმნის სახელმწიფო აპარატს, რათა უკრაინის ომის მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი თავის დამკვიდრება "სამოქალაქო ცხოვრებაში":
"სწორედ ამ ხალხისგან უნდა ჩამოვაყალიბოთ სამომავლოდ ქვეყნის ელიტა".


