Accentnews.ge
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი არ გეგმავს ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი არ გეგმავს ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას

12/02/2024 19:32:28 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს შეუძლია საკუთარი მოვალეობის შესრულება შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბოლო ჰოსპიტალიზაციის ფონზე. ამის შესახებ 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

პირდაპირ შეკითხვაზე, აქვს თუ არა ბაიდენს შეშფოთება, რომ ოსტინს ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება, ხელი შეუშალოს მას თავისი მოვალეობების შესრულებაში?კირბიმ უპასუხა: "არანაირი".

მან აღნიშნა, რომ არ იცის, ისაუბრეს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა და პენტაგონის ხელმძღვანელმა უკანასკნელი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლოიდ ოსტინი 11 თებერვალს გადაიყვანეს ვაშინგტონის საავადმყოფოში, რათა იმკურნალოს "შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელ სიმპრომებზე".

70 წლის ოსტინი აგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას ჰოსპიტალიზაციის პირობებშიც,– აღნიშნეს პენტაგონში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში. თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ის დისტანციურად დაესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S