შოლცმა მკვეთრად გააკრიტიკა ტრამპი
12/02/2024 19:54:18 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადება NATO–სთან დაკავშირებით.
"ნატოს დაპირება დაცვაზე მოქმედებს უპირობოდ. ყველა ერთისთვის, ერთი ყველასათვის", - ხაზგასმით აღნიშნა მან 12 თებერვალს ბერლინში პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა:
„ნატოს დახმარების გარანტიების ნებისმიერი რელატივიზაცია უპასუხისმგებლო და სახიფათოა და ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს. არავინ არ უნდა ეთამაშოს ევროპის უსაფრთხოებას!“.
ცალკე გერმანიის კანცლერმა აღნიშნა პოლონეთთან ურთიერთქმედება „განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რუსული იმპერიალიზმი საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ევროპაში“.
„აი, რატომ ვდგავართ ერთმანეთის მხარდასაჭერად ევროკავშირში და ნატოში. ეს ნიშნავს ,და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის უსაფრთხოება ასევე ჩვენი უსაფრთხოებაა“, - თქვა შოლცმა.
დონალდ ტრამპმა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას თქვა, რომ წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას NATO–ს წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO–ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც ვალდებულება არ შეუსრულებია:
„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“.
როცა პრეზიდენტი იყო, ტრამპი ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს ალიანსის საჭიროებაზე და იმუქრებოდა, რომ NATO–ს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.


