Accentnews.ge
სიკორსკი: არ უნდა დავუშვათ, "სისხლიანმა დიქტატორმა" მოიგოს ომი

სიკორსკი: არ უნდა დავუშვათ, "სისხლიანმა დიქტატორმა" მოიგოს ომი

12/02/2024 20:11:04 მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დასავლელ მოკავშირეებს შეახსენა უკრაინის წინაშე თავიანთი ვალდებულებები. განცხადება მან ვაიმარის სამკუთხედის - გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა 12 თებერვალს.

პოლონელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში ვლადიმირ პუტინის გამარჯვება დაუშვებელია.

"ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინის წინაშე, როგორც ბუდაპეშტის დეკლარაციით, ასევე უახლესი დეკლარაცით საბრძოლო მასალის, ფინანსური მხარდაჭერის შესახებ - ეს უკვე ხდება - რათა უკრაინა მომავალში გახდეს ევროპული, დემოკრატიული, რეფორმატორი ქვეყანა",– ხაზი გაუსვა სიკორსკიმ.

პოლონელი მინისტრი ასევე გამოვიდა მოწოდებით რუსეთის მცდელობების წინააღმდეგ ქმედებების შესახებ, ჩაერიოს დასავლური ქვეყნების არჩევნებში:

„მოსკოვში სისხლიანმა დიქტატორმა იცის, რომ გაზრდის საკუთარი წარმატების შანსებს, თუ უკრაინას დანარჩენ ევროპას ჩამოაშორებს, თუ ევროკავშირს დაშლის, თუ ევროპას აშშ-ს დააშორებს. მას ეს არ გამოუვა და ვაიმარის სამკუთხედი ამის თავიდან ასაცილებლად ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი იქნება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S