Accentnews.ge
საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ

საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ

13/02/2024 06:22:50 მსოფლიო

უკრაინის მოკავშირეები – საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, "ევროკავშირსა და ნატო–ს შორის ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის".

პარიზში მყოფმა ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი "მზადაა, იბრძოლოს ამ უსაფრთხოებისთვის".

მოგვიანებით, უკვე ბერლინში ვიზიტისას, იგი მიესალმა "მკაფიო განაცხადს", რომ ეს ქვეყნები მზად არიან, ითანამშრომლონ ევროპის თავდაცვის სფეროში.

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ მიირებენ ზომებს რუსეთის უკანონო აგრესიის მარცხის უზრუნველსაყოფად და მხარს დაუჭერენ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

სამმა ქვეყანამ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაჩნდა შიში, რომ თეთრ სახლში აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დასავლეთის სოლიდარობას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S