Accentnews.ge
Bloomberg: ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს

Bloomberg: ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს

13/02/2024 06:45:58 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, - ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. გამოცემის ინფორმაციით, ასევე განიხილება უკრაინის პრეზიდენტის ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა.

როგორც Bloomberg იუწყება, ზელენსკი გეგმავს ფოკუსირება მოახდინოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარების, ასევე უკრაინის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერის საკითხებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S