Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 გავანადგურეთ

უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 გავანადგურეთ

13/02/2024 06:47:26 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 23 დრონიდან 16 გაანადგურეს, - იუწყებიან უკრაინელი სამხედროები.

„მტერმა შეტევა Shahed-136/131 ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ოლქის ტერიტორიიდან განახორციელა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები:

„საბრძოლო მოქმედებების შედეგად დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მტრის 16 დრონი განადგურდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S