Accentnews.ge
ნიუ-იორკის მეტროს სადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

ნიუ-იორკის მეტროს სადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

13/02/2024 07:44:25 მსოფლიო

ნიუ-იორკში, ბრონქსის მეტროს სადგურში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. სროლა Mount Eden Avenue-ის სადგურზე მოხდა.

დაზარალებულები, ოთხი კაცი და ორი ქალი, რომელთა ასაკი 14-დან 71 წლამდე იყო, გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოებში. ერთ-ერთი მათგანი - 34 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიცია ამბობს, რომ სროლა არ იყო შემთხვევითი და რომ კამათი ორ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მატარებლის ვაგონში დაიწყო. მას შემდეგ რაც მატარებელი სადგურში შევიდა ერთ-ერთმა პრიმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. დაზარალებულების ნაწილი კამათში მონაწილეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S